ელ.პორტფოლიო ლემილზე
პ რ ო ე ქ ტ ი - ტრეფიკინგი
1) პროექტის სახელი: ადამიანით ვაჭრობა-ტრეფიკინგი.
2) პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრონ
ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) საფრთხები, მიგრაციასთან დაკავშირებული რეალობა. ასევე უკეთ გააცნობიერონ თუ რა პრევენციული დახმარების მექანიზმებია ხელმისწვდომი.
3) პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიზანია ისეთი საგანმანათლებლო მასალების შექმნა მოძიება და გავრცელება, რომელთა მეშვეობითაც მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროექტში, აღიჭურვებიან სათანადო ცოდნით. შემდგომ ეს ცოდნა მათ უნდა გაუზიარონ თავიანთ თანატოლებს 15-დან 17 წლამდე სკოლის მოსწავლეებს და გადასცენ იმფორმაცია, თუ რა პრევენციული დამხმარე მექანიზმებია ხელმისაწვდომი, ასევე ასწავლონ თუ რომელიპრევენციული ღონისძიება უნდა გატარდეს კონკრეტულ
შემთხვევაში
4) მოსწავლეთა ასაკი: 14-15 წელი.
5) ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა.
6)პროექტის შესაძლო აქტივობები კლაში: პროექტი რამოდენიმე ძირითად საფეხურს მოიცავს. მასწავლებლის მიერ მოსწავლეებზე საგანმანათლებლო იმფორმაციის მიწოდება:
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ძირითადი ასპექტები,ტერმინის შესწავლა, საკანონმდებლო
ბაზის მიმოხილვა. ტრეფიკინგის მიმართება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასთან.
ადამიანით ვაჭრობის ტრეფიკინგის გენდერული ასპექტი და პრევენცია. მოსწავლეების მიერ დამატებითი იმფორმაციის მოძიება და ვიდეო კლიპების შექმნა საკუთარ სცენარებზე,პლაკატების და ბუკლეტების მომზადება.
7) მოსალოდნელი შედეგები|პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეები უკეთესად გაერკვევიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრობლემის არსში. ადვილად ამოიცნობენ უკანონო მიგრაციის საფრთხხეს, შეიძენენ ინფორმაციის სანდო წყაროოებით მოძიების უნარს და ეცოდინებათ , რომ ეს არის ადამიანის როგორც პიროვნების მიმართ ჩადენილი დანაშაული
8)სარგებელი სხვებისათვის:პროექტის შედეგებს გაეცნობიან
სხვა სკოლის მოსწავლეები და დაფიქრდებიან და გაიაზრებენ ამ პრობლემის არსს.
9) სამუშაო ენა: ქართული.
10)
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment